დევნილი მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის მიერ დაფუძნებულმა პრორუსულმა ოპოზიციურმა ბლოკმა პობედა, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად ვასილი ბოლია წარადგინა.
ბოლია პარტია აღორძინების ერთ-ერთ ლიდერი და მოლდოვის პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. ბოლო პერიოდში ბოლია ოპოზიციონერი პრორუსი დეპუტატის, მარინა ტაუბერის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო.
შორმა ბოლიას "სანდო მეგობარი და პარტიის ძლიერი ზურგი" უწოდა, რომელსაც მხარი "მთლიანმა გუნდმა დაუჭირა".
ილან შორი მოლდოველი მილიარდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც 1 მილიარდი დოლარის გაფლანგვა და თაღლითობა ედება ბრალად. 2020 წელს პროდასავლელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ შორი ძებნილად გამოცხადდა, ბიზნესმენი ისრაელში გაიქცა.
2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პრორუსი მილიარდერის მიერ დაფუძნებული პარტია შანსი დარეგისტრირდა. მოგვიანებით პარტია არჩევნებიდან მოხსნეს, ორგანიზაციას ფინანსების უკანონო მოპოვებაში ედება ბრალი.





