საქართველოს მტავრობა

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს.

"ომბუდსმენი მთავრობის მეთაურს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ომბუდსმენის რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება" - წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები