უვიზო მიმოსვლა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

15 ივლისიდან ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა. ცვლილების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ დარჩენა 60-დღემდე შეეძლებათ.

ტაილანდმა სავიზო წესებში ცვლილების შეტანის გეგმის შესახებ გასულ მაისში გამოაცხადა, ივლისიდან კი ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა გაორმაგდა და უვიზო ქვეყნების სია გაიზარდა.

ცვილელების შედეგად 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 57-ის ნაცვლად 93 ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება ქვეყანაში მეტი უცხოელი ტურისტის მოზიდვას და მოგზაურობის ხელშეწყობას ემსახურება.

კომენტარები