არჩევნები 2024

ქართული ოცნება და ხალხის ძალა არჩევნებზე საერთო სიით გავლენ

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის პარტიები - ქართული ოცნება და ხალხის ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიით წარსდგებიან. 

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისას განაცხადა.

"...მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია, დღეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას." - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები