აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპსა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ჯეი დი ვენსს შორის ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავს.
ამის შესახებ მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლას ვეგასში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ის ტრამპის კლონია საკითხებზე, ამიტომ ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ". - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა.
39 წლის ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია. აღნიშნულ თანამდებობას ვენსი 2023 წლიდან იკავებს.
- მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემი გონებრივი სიმახვილე კარგ მდგომარეობაშია – ბაიდენი
- ბაიდენი: თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მეტყვის, რომ ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე
თავის მხრივ, ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და რბოლას არ გამოეთიშება.





