არჩევნები 2024

გეგელია ერთობაზე: არ უნდა დავუშვათ წარსულის დაბრუნება, საინტერესო შეთავაზება გვექნება

არცერთ კონკრეტულ პარტიას არ ვახსენებ და არ შევეხები, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური კონსულტაციებს და ძალიან საინტერესო შეთავაზება გვექნება საზოგადოებისთვის, ბუნებრივია.

ყველაზე მთავარი, რაც მინდა, ჩვენმა მსმენელმა იცოდეს - ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმაზე დამოკიდებულებაში, იმაზე დამყარებით თუ რაოდენ ეფექტურად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას...

ის, თუ ლელო რა კონფიგურაციით წარსდგება ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოება ძალიან მალე ნახავს და შეაფასებს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მყარად უნდა ვუთხრათ ყველა მოქალაქეს, რომ ივანიშვილი აგებს 26 ოქტომბერს, არავის შეეპაროს ეჭვი, გამოდით, მიეცით ხმა, არაფრის არ შეგეშინდეთ და ძალიან მალე უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება...

პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც არის ხოლმე აზრთა სხვაობა, ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც არის ურთიერთგაგება, ეს ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი, მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს და ლელოს ხედვა ამ კუთხით არის, 1. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ტიპის პლატფორმა, რომელიც ორპოლუსიანობას ძალიან მყარად დაძლევს და კონკრეტული ტიპის ამომრჩეველს მისცემს კონკრეტული ტიპის გზას, ხედვას  და იმედს. 2. არასოდეს არ უნდა დავუშვათ წარსულის დაბრუნება, აქ არ ვვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტულ პირებს წარსულის დაბრუნებით, არამედ, ვგულისხმობ პრინციპებს.

ჩვენ პრინციპები უნდა შევცვალოთ, სხვა პრინციპებზე უნდა იყოს ქართული პოლიტიკა დამყარებული და წარსულის მანკიერი პრინციპები თუ გაგრძელდა, აზრი არ აქვს, რამდენი სახე იქნება ახალი, რამდენი სახელი იქნება ახალი, ჩვენ წარსულის შინაარსი უნდა შევცვალოთ და ლელო სადაც დაინახავს საკუთარ თავს როგორც წარსულის პრინციპების შემცვლელს და არა წარსულის დამაბრუნებელს, სწორედ იქ იქნება წარმოდგენილი და იქ მოიწვევს ყველა იმ ქართველს, ყველა მოქალაქეს, ვისაც არც ეს რუსული ჭაობი სურს და არც წარსულის დაბრუნება.

ლელოს ერთერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია TV პირველის ეთერში, ახალის, გირჩი მეტი-თავისუფლების და დროას ერთობაზე დასმულ კითხვაზე.

კომენტარები