ენმ

კორძაია, ჯაფარიძე, ბაქრაძე და ახვლედიანი ენმ-სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას შეუერთდნენ

კადრი ვიდეოდან/ენმ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის წარადგინეს.

პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.

"26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ვეძებოთ ის თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების დრო. არ არის დაპირისპირების დრო. არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის - გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია". - თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები