რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტაკერ კარლსონის თქმით, ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმდა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ტაკერ კარლსონი

ამერიკელი ჟურნალისტი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი, რომელმაც 8 თებერვალს ვლადიმირ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, X-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმებას მიაღწია.

"როგორც ჩანს, ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით. ჩვენ ორი წელია ვცდილობდით, თებერვალში პუტინთან ინტერვიუს შემდეგ კი განსაკუთრებული ინტენსივობით. მიზანი ისაა, რომ ამერიკელებს ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში მათი ქვეყნის პოზიციას სრულად ახალ ფორმას აძლევს. იმედი გვაქვს, [ინტერვიუ] მალე შედგება". - წერს კარლსონი X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

თებერვალში ტაკერ კარლსონი პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა. მანამდე, მან გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერდა და დაამატა, რომ ინტერვიუს ჩაწერა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სთხოვა.

კომენტარები