იტალია

მელონი: პარტიაში რასიზმისა და ანტისემიტიზმისთვის ადგილი არ არის

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი
REUTERS/Guglielmo Mangiapane/File Photo

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ 2 ივლისს სიტყვით გამოსვლისას საკუთარი პარტიის "იტალიის ძმების" წევრებს უთხრა, რომ მისი პარტიის რიგებში არ არის ადგილი იმ პირებისთვის, რომლებიც იტალიის ფაშისტურ წარსულს თაყვანს სცემენ.

მანამდე, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პარტიის ახალგაზრდა წევრები ფაშისტურ მისალმებას აკეთებდნენ და "Sieg Heil-ის" შეძახილებს ამბობდნენ.

მოგვიანებით, მელონიმ პარტიის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან მომხდარის გამო "ბრაზი და სევდა" გამოხატა.

"იტალიის ძმების [პარტიაში] რასიზმის ან ანტისემიტიზმისთვის ადგილი არ არის, ასევე არ არის ადგილი მათთვის, ვისთვისაც მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმები ნოსტალგიურია". - თქვა მელონიმ.

ზემოხსენებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ორმა ახალგაზრდა წევრმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები