არჩევნები 2024

თავისუფლების მოედანი - ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა წარადგინა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EEMCD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი წარადგინა. 

ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას და მზად არის თანამშრომლობისთვის იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც პარტიის ხედვას გაიზიარებენ.   

"ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ქართულ ქარტიას.

[...] ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გააკეთა უკვე.

მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ, მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და სულისკვეთებას. 

ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია". - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

 

კომენტარები