კაშია: ისტორია დავწერეთ, შეუძლებელი შევძელით, ყველას ძალიან დიდი მადლობა

ეს არის ჩვენი ერთერთი დიდი თამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩემთვის უდიდესი გამარჯვება და ჩვენი ხალხის უდიდესი გამარჯვება დღეს, ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა დავდგეთ და ვისიამოვნოთ, ეს არის ბედნიერი მომენტი ფეხბურთში, სპორტში საქართველოში და ყველამ ვისიამოვნოთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა.

ეს არ იყო ადვილი, ეს იყო ძალიან გრძელი პროექტი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ და აი, წარმატება არის ეს, წარმატებას მივაღწიეთ დღეს უდიდესს და რაღაცნაირად ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით.

მიხარია, რომ მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. ჩემს ბიჭებს ყველას მადლობა, მწვრთნელებს. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო და მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია.

კომენტარები