ევროპის ჩემპიონატი

კალაძე: აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში

აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! 

ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!

მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის! 

მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!

ჩვენ ვართ საქართველო

წერს თბილისის მერი კახა კალაძე.

საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

კომენტარები