არჩევნები 2024

სააკაშვილი: უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო, რაც შესაძლებელია - ვუჭერ მხარს დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერ მხარს სრულ წინსვლას ევროპისკენ.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს. პარტიები აცხადებენ, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მონახავენ ერთიანობის "ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას", რომელიც არჩევნებში მაქსიმალურ შედეგს მოუტანთ. ასევე, ისინი ხელს აწერენ, რომ "ეთიკური ფარგლების დაცვით" გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვას და მოერიდებიან ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ.

 

კომენტარები