არჩევნები 2024

საბო: დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ, ერთად ვართო

ქართულ პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, წითელ ხაზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, ისინი გაიდღაბნება, თუკი საქმემ მოითხოვა. ამისთვის კი, მათ ჩაატარეს კვლევა და თუ ნახავენ, რომ ერთად მეტ შედეგს დებენ, მაშინ გაერთიანდებიან, ან თუ ნახავენ რომ ამ შედეგს ვერ დებენ და სავარაუდოდ, ასეც არის, მაშინ ვიხილავთ ორ, ან სამ დაჯგუფებას.

მაგალითად, ახალი და ლელო შეიძლება, ერთად იყვნენ, მათთან ერთად ასევე შესაძლოა იყოს ევროპული საქართველოც. ჩემთვის ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ ერთად ვართო.

ამბობს გირჩის დეპუტატი ჰერმან საბო.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს. პარტიები აცხადებენ, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მონახავენ ერთიანობის "ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას", რომელიც არჩევნებში მაქსიმალურ შედეგს მოუტანთ. ასევე, ისინი ხელს აწერენ, რომ "ეთიკური ფარგლების დაცვით" გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვას და მოერიდებიან ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ.

კომენტარები