არჩევნები 2024

კუპრაძე: ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტი არ გულისხმობს ერთიან სიას

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ბრიუსელში, არ გულისხმობს ერთიანი სიის მხარდაჭერას, არ გულისხმობს კოალიციას და გაერთიანებას წინასაარჩევნოდ.

ეს დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ პროდასავლურმა ოპოზიცურმა პარტიებმა უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები საარჩევნო უბნებზე ერთობლივად, უნდა იყვნენ ძალადობის შემთხვევაში სოლიდარული და თავდაუსხმელობის შესახებ, უსაგნო კრიტიკაზე უნდა ვთქვათ უარი.

ამბობს ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთიანობის დეკლარაციაზე.

კომენტარები