ოკუპანტების მიერ პოკროვსკის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 34

 TELEGRAM

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის და დონეცკის რეგიონული პროკურატურის ცნობით, 24 ივნისს, ქალაქ პოკროვსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან 12 და 13 წლის მოზარდები, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსმა ოკუპანტებმა 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს. იერიშის შედეგად ერთი კერძო სახლი სრულიად განადგურდა და 16 დაზიანდა. ამასთან ერთად, დაზიანდა გაზსადენი და მანქანები.

ფილაშკინის თქმით, ეს ბოლო დროინდელი ყველაზე დიდი თავდასხმაა მშვიდობიან მოსახლეობაზე. 

კომენტარები