გიორგი გახელაძე

პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

1tv

პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. 

"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი" - წერს გახელაძის ცოლი, ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში. 

გიორგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ,  მე-6 დღეა ეძებდნენ. 

პროფესორის ოჯახის წევრის ინფორმაციით, ცხედარი კუს ტბის ასახვევთან იპოვეს. 

გიორგი გახელაძე წლებია, განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობდა. ის ასოციაციის მშობლები განათლებისათვის დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. გასულ წლებში, გიორგი გახელაძე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში, განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. 

კომენტარები