გიორგი გახელაძე

"გუშინ დილით გავიდა სახლიდან, არავის უნახავს" - პროფესორ გიორგი გახელაძეს მე-2 დღეა, ეძებენ

პირველი არხი

ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

"ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის.

პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.

უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090" - წერს მალაციძე.

გიორგი გახელაძე წლებია, განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. ის ასოციაციის მშობლები განათლებისათვის დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელია. გასულ წლებში, გიორგი გახელაძე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში, განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. 

კომენტარები