საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიქაუტაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პორტუგალიასთან მოვიგოთ

გახარებული ვიყავი, რომ მეორე გოლი გავიტანე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რომ აქ, გერმანიაში ჩამოვიდნენ და ჩვენ უკან არიან [...] მესამე თამაში პორტუგალიასთან დაგვრჩა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ.

ვიცი, რომ ქართველ ხალხს ფეხბურთი უყვარს და ყველა ჩვენ უკან არის. ყველა გახარებული ვართ, რომ აქ, ჩვენთან ერთად იყვნენ და არიან [...] ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ ის გამოვასწოროთ, რაც კარგი არ იყო და მერე უფრო კარგი შედეგები იქნება.

თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.

კომენტარები