საქართველოს ელჩი სლოვენიაში

სლოვენიაში საქართველოს ელჩმა დიპლომატიური მისია 2023 წლის დეკემბერში დაასრულა – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე თანამდებობიდან გადადგა.

სამინისტრო ტაბულასთვის მიწოდებულ კომენტარში განმარტავს, რომ კოპლატაძემ დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.

"ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში, შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს". - ნათქვამია სამინისტროს კომენტარში.

დღეს, 22 ივნისს სლოვენიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პასპორტი ოფიციალურად დაუბრუნა. დიპლომატის განმარტებით, მისთვის პრივილეგიაა, რომ მისი საქმიანობის მთავარ მიზანს ევროინტეგრაცია წარმოადგენდა.

კომენტარები