რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: აშშ-სთან დიალოგი აუცილებელია, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც

"ჯამში, დიალოგი [აშშ-სთან] ძალიან საჭიროა, რადგან პრობლემები მატულობს. ბევრი პრობლემაა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით" – ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. 

პესკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებელია შეეხოს გლობალური უსაფრთხოების ბევრ საკითხს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც. 

"ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ყოვლისმომცველი დიალოგისთვის, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონფლიქტში აშშ-ს პირდაპირ ჩართულობას" – თქვა პესკოვმა. 

კომენტარები