NATO

სტოლტენბერგის თქმით, წელს NATO-ს 32 წევრიდან 23-ის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ს მიაღწევს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Valeria Mongelli/Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის თქმით, 2024 წელს NATO-ს 32 წევრი ქვეყნიდან 23 ქვეყანაში თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-იან ნიშნულს მიაღწევს. 2023 წელს აღნიშნულ ნიშნულს მხოლოდ 10-მა წევრმა სახელმწიფომ მიაღწია, ხოლო 2024 თებერვალში ნავარაუდევი იყო, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-მდე გაზრდას წელს 18 ქვეყანა შეძლებდა

"ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, რომ დამატებითი თანხები იხარჯება აქ, შეერთებულ შტატებში" - თქვა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში. 

მშპ-ს 2%-ის თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები 2014 წელს შეთანხმდნენ, თუმცა ქვეყნების უმეტესობის ბიუჯეტის პროექტები ამ დათქმულ ნიშნულს არ ითვალისწინებდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ NATO-ს ყველა წევრმა იტალიის და სლოვენიის გარდა თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა. მშპ-ს ყველაზე მეტ წილს თავდაცვის მიმართულებით ხარჯავენ პოლონეთი, ესტონეთი და აშშ. 

კომენტარები