თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მერია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. ტაბულას ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

დღეს, 21 ივნისს დილის საათებში მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა, რის გამოც, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა. მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები