რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ მებრძოლს თავი მოჰკვეთეს

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროს თავი მოჰკვეთეს. უკრაინულმა პროკურატურამ დანაშაულის გამოძიება დაიწყო.

დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციის საჰაერო დაზვერვისას უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის თავდაცვის ძალების დაზიანებული ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ჯავშანმანქანაზე უკრაინელი ჯარისკაცის მოკვეთილი თავი იყო.

მომხდარის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა სოციალურ ქსელში დაპოსტა.

"რუსეთის ფედერაციის კრიმინალური პოლიტიკის მორიგი შემზარავი მტკიცებულება, რომელიც უკრაინელების განადგურებას ისახავს მიზნად. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსმა მეთაურებმა გასცეს ბრძანება უკრაინელი სამხედროები დაჭერის ნაცვლად, არაადამიანური სისასტიკით - თავის მოკვეთით მოეკლათ. დანაშაული დონეცკის ოლქში მოხდა.

ეს საშინელი ბარბაროსობაა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს. და ეს, მორიგე მტკიცებულებაა იმისა, რომ სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც აგრესორები სჩადიან არაა ერთჯერადი ინციდენტი, არამედ რუსული რეჟიმის დაგეგმილი სტრატეგიაა. ეს დანაშაულებრივი ბრძანებები ბატალიონის ხელმძღვანელობისა და საოკუპაციო ძალებისგან იყო გაცემული.

არ დავტოვოთ ეს დანაშაულები დაუსჯელი. მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, დასაჯოს და იზოლირებაში მოაქციოს ტერორისტული ქვეყანა". - წერს კოსტინი.

კომენტარები