არჩევნები 2024

ჯაფარიძე: არჩევნებამდე ოცნების მხარდაჭერა შაგრენის ტყავივით გაილევა

ორპოლუსიანობა არის ის მოცემულობა, რომელიც ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველას ე.წ. ნაცების იარლიყი მიაკრან [...] ჩვენი ამოცანაა, რომ ვისაც ერთმანეთთან სინერგიული ღირებულებები გვაქვს, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ - შეიძლება, ერთი, შეიძლება, ორი. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. 

ჩვენი ამოცანაა, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ადამიანების შეცდომაში შეყვანა ვერ შეძლოს. მათი მედიები ახერხებენ, რომ რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი აბსოლუტურად გაუკუღმართებულად წარმოაჩინონ. მაგრამ, მე მგონი, ეს აღარ მუშაობს [...] ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც ჯერ კიდევ ამ პროპაგანდის გავლენა აქვს და ჰგონია, რომ შეიძლება, ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩეს, ყოველდღიურად ძალიან ცოტა რჩება და მცირდება - შაგრენის ტყავივით. ასე შაგრენის ტყავივით გაილევა ქართული ოცნების მხარდაჭერა არჩევნებამდე.  

თქვა ფორმულას ეთერში პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები