ინდოეთი

ინდოეთში სატვირთო და სამგზავრო მატერებლების შეჯახებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 60 დაშავდა

Getty Images

ინდოეთში, აღმოსავლეთით მდებარე დასავლეთ ბენგალის შტატში, პროდუქტების გადამტანი სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა. შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაშავდა.

დაღუპულთა შორისაა სატვირთო მატარებლის მძღოლიც.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ავარია შესაძლოა "ადამიანის შეცდომამ" გამოიწვია და სიღრმისეულ გამოძიებას ჩაატარებენ.

მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო ჯგუფები შემთხვევის ადგილას მალევე გაგზავნეს.

სარკინიგზო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაია ვარმა სინჰამ პრეს კონფერენციაზე თქვა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შესრულებულია. მისი თქმით, დაშავებულებს სილიგურის ქალაქში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობენ. 

სინჰას თქმით, ავარია სავარაუდოდ სამგზავრო მატარებლის მძღოლის შეცდომამ გამოიწვია.

"ჩვენი წინასწარი გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, სამგზავრო მატარებლის მძღოლმა სიგნალი უგულებელყო". - თქვა სინჰამ.

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახები 200 000 რუპიით, ხოლო დაშავებულები 50 000 რუპიით იქნებიან ანაზღაურებულები.

"ვუსამძიმრებ ყველას, ვინც მათთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა. ვლოცულობ, რომ დაშავებულები რაც შეიძლება მალე გამოკეთდებიან". - დაწერა მოდიმ X-ზე.
 

კომენტარები