კაფე მზიური

კალაძე მზიურზე: მადანაშაულებდნენ, რომ ერთ პირს რამდენჯერმე კაფე პირდაპირი წესით გადაეცა

ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ.

რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მზიურის კაფესთან დაკავშირებით. 

კაფე მზიურის ცნობით, მათ ქონების მართვის სააგენტოსგან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი მიიღეს, რადგან "ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს "ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად".

კომენტარები