რუსული რეჟიმი

უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს - ბერლინში, 21 ივნისს საპროტესტო აქცია დაანონსდა

21 ივნისს, 15 საათზე, ბერლინში, სასტუმრო ადლონის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპაში ქართველი აქტივისტების გაერთიანება გზა საპროტესტო აქციას აანონსებს

"საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

Ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში,რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!

21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ". - წერია განცხადებაში

 

კომენტარები