უხილავი თამაში

გივიკო ბარათაშვილი და ნინა ლორთქიფანიძე – ინტერვიუ უხილავი თამაშის მსახიობებთან

9 ივნისს, სტრიმინგის სერვისზე Cavea + ახალი, ქართული ფსიქოლოგიური თრილერის, უხილავი თამაშის პირველი სერია გამოვა.

ტაბულამ ინტერვიუ ჩაწერა სერიალში მთავარი როლების შემსრულებლებთან, გივიკო ბარათაშვილთან და ნინა ლორთქიფანიძესთან.

მთავარი როლის შემსრულებლებს ზურგს უმაგრებენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მსახიობები, მათ შორის თემიკო ჭიჭინაძე, ეკატერინე დემეტრაძე, კახა კინწურაშვილი, მურმან ჯინორია, ანუკი ბუბუტეიშვილი, გიორგი ლიფონავა, ნინო კასრაძე, გიორგი მახარაძე.

მინისერიალი მარი ბექაურის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. პროექტზე რეჟისორები გიორგი ქადაგიძე და სოსო ბლიაძე მუშაობდნენ. ავტორების თქმით სერიალი მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნისგან და წიგნს გაცნობილი მაყურებელიც რამდენიმე ახალ სიუჟეტურ ხაზს გაეცნობა.

კომენტარები