რუსული რეჟიმი

ოდიშარია აქტივისტზე: ამ მომწამვლელი გაზით ჩამისაფრდა, გახვეულია, დნმ რომ არ წაიშალოს

მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი, ფეიქ დომენიკო მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი დახლებს შორის. დაიძახა პირველად მხოლოდ ეს ფრაზა - შენ ხარ რუსულ კანონზე ხელისმომწერიო. მე არანაირ რუსულ კანონზე ხელისმომწერი არ ვარ, არ არსებობს ბუნებაში არანაირი რუსული კანონი, არსებობს ქართული კანონი.

ეს ადამიანი დაფინანსებული არის, რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12 საათზე კრწანისის სუპერმარკეტში. როდესაც დამიძახა რუსეთის მონა, მე პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს რუსული სიტყვა იმას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის ეს ადამიანი. ჩვენ არ შეგვიგინებია, მას უბრალოდ იმ ტერმინს ვუწოდებდი, რაც ის არის. ეს ადამიანი მიშა სააკაშვილის ბოტასების და ნასკების მცველი რომ არის, მაინტერესებს როგორ აღმოჩნდა იქ. ისე ორგანიზებულად იხევდა უკან, გაგიკვირდებოდათ პირდაპირ. გასმა მაინც ისწავლე წინ, მაგ ულვაშების პატრონმა, უკან ჯექსონივით ბრეიკდანსით რომ გახვედი. შემდეგ გადავარდა არაჟნებში, ესეც ნიშანდობლივია მიშა სააკაშვილის.

ჩამოვართვით მომწამვლელი გაზი, აქ მაქვს, გახვეულია, დნმ და თითის ანაბეჭდები რომ არ წაიშალოს. ამ მომწამვლელი გაზით იყო ჩასაფრებული, ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შურისძიების მიზნით. უოჯახოები, უპრინციპო, საძაგელი ადამიანები - ჩემს შვილზე იძახდა ზონდერიაო და შეურაცხყოფას მაყენებს მისი უმცირესი, პატარა ჭკუით, რომ თურმე ის სიამაყით იძახდა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. გუშინ, 13 ივნისს სამოქალაქო აქტივისტს, ბექა პაპაშვილს, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები