ირაკლი კობახიძე

დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ – კობახიძე ლელოსა და გახარიაზე

"ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ". - თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტია ლელოს და გახარია - საქართველოსთვის არჩევნებისთვის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

"ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვთ, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება, გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე - ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი, ეს არის ძალიან სამწუხარო". - აღნიშნა კობახიძემ.

დღეს, 17 ივნისს პარტია გახარია - საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "არიან პარტიები - მაგალითად, როგორიც არის ლელო, რომელიც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება იყოს", თუმცა ჯერ არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა.

კომენტარები