ისრაელი

გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის დატოვების შემდეგ, ისრაელში განცის პოპულარობა გაიზარდა

Yonatan Sindel and Miriam Alster/Flash90

ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, დღეს  რომ არჩევნები ტარდებოდეს, ბენი განცი მოქმედ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის პარტიას დაამარცხებდა. ბენი განცის პარტიამ ეროვნული ერთობა ისრაელის ომის მთავრობის კაბინეტი 9 ივნისს დატოვა და ნეთანიაჰუს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ორგანიზაცია Maariv-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41%-ს პრემიერმინისტრად ბენი განცი სურს, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუ მხოლოდ 35%-ს.

რაც შეეხება პარტიების კოალიციების რეიტინგს, გამოკითხვის მიხედვით, ნეთანიაჰუს კოლაიცია ქნესეთში 52 ადგილს მოიპოვებდა, ხოლო ოპოზიციის კოალიცია 58 ადგილს. ეს ნიშნავს, რომ ამ შედეგებით ვერც ერთი კოალიცია მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებდა, რადგან ამას მინიმუმ 61 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. 

კომენტარები