რუსეთი-ჩინეთი

რუსეთის ცენტრალური ბანკი: ბაზარზე იუანი-რუბლის კურსი საორიენტაციო გახდება

ჩინური იუანი - საილუსტრაციო ფოტო

მანამ, სანამ აშშ-ს მიერ მოსკოვის ბირჟის დაფინანსების შედეგები ცნობილი გახდებოდა, რუსეთის ცენტრალურ ბანკში თქვეს, რომ იუანი-რუბლის გაცვლითი კურსი ყველა სხვა სავალუტო წყვილის ტრაექტორიას დაადგენს და ბაზრის მონაწილეებისთვის ორიენტირი გახდება.

"ბოლო ორ წელში აშშ დოლარისა და ევროს როლი რუსულ ბაზარზე მუდმივად მცირდებოდა. ეს არის სავაჭრო ნაკადების აღმოსავლეთით გადამისამართებისა და ანგარიშწორების ვალუტის რუბლით, იუანითა და სხვა მეგობრული ქვეყნების ვალუტებით ჩანაცვლების შედეგი. მაისში მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობაში იუანის წილი 54% იყო. ამრიგად, იუანი უკვე გახდა ძირითადი ვალუტა საბირჟო ვაჭრობაში. იუანის/რუბლის გაცვლითი კურსი დაადგენს ტრაექტორიას სხვა სავალუტო წყვილებისთვის და გახდება საორიენტაციო წერტილი ბაზრის მონაწილეებისთვის." – თქვეს რუსეთის ცენტრალურ ბანკში.

აშშ-ს სანქციების გამო, მოსკოვის საფონდო ბირჟამ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობის შეჩერება გამოაცხადა. რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესსამსახურში განმარტეს, რომ მათ ევროში ვაჭრობის შეჩერება იმიტომ უწევთ, რომ აშშ-ს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ევროკავშირის ქვეყნებიც ასრულებენ.

რუსეთის ცენტრალურ ბანკში ასევე გამოაცხადეს, რომ აჩერებენ ჰონგ-კონგურ დოლარში ვაჭრობასაც, რადგან ეს უკანასკნელი ამერიკულ დოლარზეა მიბმული. უწყებაში ეს გადაწყვეტილება რისკების შემცირების მიზნით განმარტეს.

მოსკოვის ბირჟას აქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

აქამდე, 12 ივნისს აშშ-ს სახაზინომ გამოაცხადა, რომ დააწესეს ახალი სანქციები 300-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ეს პირები დასანქცირდნენ იმ მიზეზით, რომ რუსეთს აქამდე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. სანქციები შეეხო მოსკოვის სავაჭრო ბირჟასაც, ასევე ეროვნულ ანგარიშსწორების დეპოზიტარს. შეზღუდვების ახალი ტალღა საბანკო სისტემის გარდა ზღუდავს რუსეთისთვის ჰონგ-კონგში წარმოებული მიკროჩიპების მიწოდებასაც.

მოსკოვის ბირჟისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, უდიდესმა რუსულმა საფინანსო კომპანიებმა, Финам-მა და БКС-მ კლიენტებს საბროკერო ანგარიშებიდან აშშ დოლარის, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარის გატანის შესაძლებლობა შეუჩერა.

კომენტარები