არჩევნები 2024

ბოკუჩავა: ჩვენს პარტიაში არაა პიროვნული ამბიციების ადგილი

ლევან ბეჟაშვილი იყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ მისთვისაც აბსოლუტურად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებები [რომ ლევან ხაბეიშვილს დაეკავებინა მისი პოსტი], რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი არის შეკრული, როგორც არასდროს, ჩვენი გუნდი როგორც არასდროს, ისე არის ორიენტირებული გამარჯვებაზე და ჩვენს პარტიაში არ არის პიროვნული ამბიციების ადგილი, აქ ყველაფერი წყდება მხოლოდ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე.

და ძალიან მეამაყება, რომ მე შემიძლია, ვიყო ამ გუნდის ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად. ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ლევან ბეჟაშვილთან ერთად და ძალიან ბევრ ღირსეულ მებრძოლ ადამიანთან ერთად, ვისაც მე ვხვდები ამ რამდენიმე დღის მანძილზე.

ენმ-ის ახალი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები