რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

Ведомости: პუტინი მომდევნო კვირებში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვიზიტებს გამართავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 2023 წლის სექტემბერში
Vladimir Smirnov/AFP/Getty Images

გამოცემა Ведомости საკითხთან დაკავშირებულ რუს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირებში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩასვლას გეგმავს.

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ მაცეგორამ გამოცემასთან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტისთვის იგი "აქტიურად ემზადება", თუმცა სავარაუდო ვიზიტის ზუსტი თარიღი არ უხსენებია.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ "როცა დრო მოვა, შესაბამის განცხადებებს გავაკეთებთ".

მაისის თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში პუტინის ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სექტემბერში რუსეთში ვიზიტისას პუტინი საკუთარ ქვეყანაში მიიწვია. პუტინი ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს იყო, როდესაც კიმ ჩენ ინის მამას და ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს, კიმ ჩენ ირს შეხვდა.

კომენტარები