დანია

დამნაშავე ვერ აცნობიერებდა, რომ პრემიერს დაესხა თავს, ის დაკავებულია – დანიის პოლიცია

Ritzau Scanpix/Ida Marie Odgaard/via REUTERS

დანიის პრემიერმინისტრზე, მეტე ფრედერიკსენზე თავდამსხმელი დააკავეს. 39 წლის მამაკაცს 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

დანიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და არ იცოდა, რომ მსხვერპლი დანიის პრემიერმინისტრი იყო.

"პოლიტიკურ მოტივზე არაფერი მიუთითებს". - თქვა თავდამსხმელის ადვოკატმა კოპენჰაგენის სასამართლოში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლონელია და დანიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს. 

თავდასხმა  ევროკავშირის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა.

კომენტარები