ავტოსაგზაო შემთხვევა

ჭავჭავაძეზე მანქანა ავტობუსს შეეჯახა – დაშავდა 5 ადამიანი

შეჯახება ჭავჭავაძეზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორისაა ავტომანქანის მძღოლი და ავტობუსის მგზავრები.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები