დანია

დანიის პრემიერს ქუჩაში თავს დაესხნენ

https://english.stm.dk/

დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს ქუჩაში თავს დაესხნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოპენჰაგენის ცენტრში, კულტორვეტის მოედანზე პრემიერს კაცმა "სცემა".

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, ფრედერიკსენი შოკის მდგომარეობაშია. ჯერჯერობით უცნობია, პრემიერი დაშავდა თუ არა. 

პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

დანიის გარემოს მინისტრმა, მაგნუს ჰოინიკემ მხარდაჭერა გამოხატა და თავდასხმა "საზიზღრად და მიუღებლად" მოიხსენია. 

"მეტე, ბუნებრივია, თავდასხმით შოკირებულია. უნდა ვთქვა, რომ ამან შეგვძრა ყველა, ვინც მასთან ახლოსაა. [...] ასეთი რამ არ უნდა მოხდეს ჩვენს მშვენიერ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფფრთხილდეთ ერთმანეთს და ღირებულებებს, რომლებზეც ეს ქვეყანა არის აშენებული". - თქვა ჰოინიკემ.

თავდასხმას ლატვიის პრემიერიც, ევიკა სილინაც გამოეხმაურა და ფრედერიკსენს გამოჯანმრთელება უსურვა. 

"ღრმად შოკირებული ვარ აღმაშფოთებელი თავდასხმით ჩემს კოლეგასა და მეგობარზე, დანიის პრემიერმინისტრზე, მეტე ფრედერიკსენზე. ყველა ჩვენი აზრი შენთან და შენს ძვირფას ადამიანებთანაა. სწრაფად გამოჯანმრთელება გისურვებ!". - წერს სილინა X-ზე. 

კომენტარები