კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით. ეს არ იყო თქვენი შეკითხვა, მაგრამ მინდა შეხსენებასავით ვთქვა, რომ ვიზების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომ არ შემიძლია ამის რაღაც დონემდე მაინც დაკონკრეტება.
თუმცა, როგორც განცხადებაში ვთქვი, ჩვენ დავაკვირდით ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებაში. და როგორც ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი შემდგომი ქმედებების სერიაში.





