რუსული კანონი

დაინტერესებულ ქვეყანას მივცემ მტკიცებულებებს - კობახიძე ფიცოს ბედით "მუქარაზე"

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და "მუქარის" ამსახველი მტკიცებულებები "ფიცოს ბედის გაზიარებაზე". 

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე  ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები" - თქვა კობახიძემ.

23 მაისს კობახიძემ თქვა, რომ მასთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

კომენტარები