ფრანგმა და ესპანელმა ფერმერებმა ტრაქტორების გამოყენებით ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი რვავე გზატკეცილი გადაკეტეს.
საპროტესტო აქცია დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან დაიწყო და სულ მცირე, 24 საათით გაგრძელდება. ფერმერები აღნიშნავენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ გამორიცხავენ პროტესტის გაფართოებას.
ფრანგი და ესპანელი ფერმერები აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ზამთრის მასშტაბური პროტესტის შემდეგ, მათი მოთხოვნების ნაწილთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება. კერძოდ, ელექტროენერგიის საგადასახადო შეღავათების, სასურსათო უსაფრთხოების ზრდის, გადასახადების შემცირებისა და მზის ელექტროსადგურებზე წვდომის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორებმა გზების ბლოკირება ევროკავშირის არჩევნებამდე [9 ივნისი] რამდენიმე დღით ადრე, ამომრჩევლებზე "ზეწოლის" მიზნით გადაწყვიტეს.





