დღეს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება აქციების დროს დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად.
"საერთო მიზნისთვის ბრძოლაში - ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა - საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა.
თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.
საქველმოქმედო კონცერტზე
ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად.
ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს და ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა.
ანგარიშები ↓
TBC
For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
PayPal: [email protected]" - წერია ორგანიზატორების გავრცელებულ განცხადებაში.





