შვედეთი

შვედეთის უსაფრთხოების სამსახური: ირანი შვედეთის ტერიტორიაზე კრიმინალურ ქსელებს იყენებს

Swedish Security Service 

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს დაადასტურა ისრაელის დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ირანი კრიმინალურ ქსელებს იყენებს სხვა სახელმწიფოების, ინდივიდების და ჯგუფების წინააღმდეგ

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ირანის სამიზნე ძირითადად ისრაელის აქტივები და საელჩო იყო. ირანიდან მართული ჯგუფები ასევე მოქმედებდნენ შვედეთში დისიდენტი ირანელების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან. 

"უსაფრთხოების სამსახურს ახლა შეუძლია დაადასტუროს, რომ შვედეთში კრიმინალური ქსელები მარიონეტული დაჯგუფებები არიან, რომელთაც ირანი იყენებს" - თქვა შვედეთის კონტრდაზვერვის უფროსმა, დანიელ სტენლინგმა. 

ამ საკითხე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა თქვა, რომ ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს 31 მაისს დაიბარებენ. 

შვედეთში კრიმინალურ ბანდების მიერ ჩადენილი ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2023 წელს. 55 ადამიანი გარდაიცვალა და 169 ადამიანი დაიჭრა მხოლოდ 2023 წელს შვედეთში კრიმინალური ბანდების აქტივობების შედეგად. კრიმინალურმა ჯგუფმა ასევე ცეცხლი გახსნა შვედეთში ისრაელის საელჩოსთან 2023 წლის მაისში, ხოლო ამავე შენობასთან 2024 წლის იანვარში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. 

კომენტარები