საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მატჩების ჩვენება გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ
ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ჩვენება გაიმართება. 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

"მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს" – წერს ფეხბურთის ფედერაცია. 

სტადიონის მიმდრებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.

ფედერაციის მიხედვით, საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტაბლეთის ორგანიზებით იმართება.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი

კომენტარები