საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ალიევი კობახიძეს: აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ გულწრფელ მილოცვას

ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გადმოგცემთ გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და განზრახვისგან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და მდიდრდება ახალი შინაარსით.

დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – მუდმივ კეთილდღეობას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის.

კომენტარები