რუსული კანონი

დახვდი კობახიძეს - სტუდენტების საპროტესტო აქცია თსუ-ის II კორპუსთან

დღეს, 25 მაისს, 09:00 - საათზე, სტუდენტები ირაკლი კობახიძის ლექციაზე მისვლას თსუ-ის II კორპუსთან გააპროტესტებენ. 

“ ''ლექტორი'', რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.

მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს.

3 დღეში რეჟიმი ვეტოს დასაძლევად და რუსული კანონის საბოლოოდ გასაფორმებლად ემზადება.

გელოდებით ყველას, შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით და განწყობით!

ჩვენი სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანია!" - წერია განცხადებაში

კომენტარები