რუსული კანონი

PACE-ს პრეზიდენტი პაპუაშვილს: წევრების გაკრიტიკება შეგვიძლია, როდესაც პრინციპები საფრთხეშია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის თქმით, ორგანიზაციას შეუძლია გააკრიტიკოს წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ მათ პრინციპებს საფრთხე ემუქრება.

"თქვენ გამოიყენეთ ორი სიტყვა - სტიგმატიზაცია და კრიტიკა. ნუ ავურევთ: ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატიზებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ". - ასე უპასუხა რუსოპულოსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო და გარე აქტორები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის სტიგმატიზებას ახდენენ.

"ყველამ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ ჩვენ პრინციპებს საფრთხე ემუქრება". - დაამატა რუსოპულოსმა.

მანამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ჩართვისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედგაცრუებულია საერთაშორისო და გარე აქტორების მიერ კანონის სტიგმატიზებით.

კომენტარები