ავტოსაგზაო შემთხვევა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Tabula

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ფორმულას ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები