რუსული კანონი

საქართველოს ევროპული გზა კოდიფიცირებულია, სიჩქარე მასზეა დამოკიდებული – შოლცი და მაკრონი

AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის პრემიერი, ოლაფ შოლცი საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ქართული ოცნების მიერ არჩეულ გეზსა და რუსულ კანონს აკრიტიკებენ.

"ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ ვითარებით საქართველოში.

ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის ერთგული მხარდამჭერი იყო და 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა, აქტიურად ემხრობოდა. 

ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით ამ გზიდან გადაუხვიოს, მაგალითად ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით.

საქართველოს ევროპული გზა უკვე მონიშნულია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზე არის დამოკიდებული" - წერია განცხადებაში.

კომენტარები