ყირგიზეთი

ბიშკეკში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს – საპოლიციო მობილიზების ფონზე, დაიწყო დაკავებები

BeFunky

18 მაისის ღამეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეები შეიკრიბნენ კურმანჯან დატკას ქუჩისა და ჩუის გამზირის კვეთასთან. ისინი 13 მაისს, ადგილობრივებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ქალაქში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე სამართლიანობას ითხოვდნენ.

ჩხუბის მონაწილეები იყვნენ უცხოელები, სავარაუდოდ ეგვიპტიდან და პაკისტანიდან, რომლებმაც სცემეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები. ამის გამო ბიშკეკის მაცხოვრებლები გამოვიდნენ ქუჩებში "საკუთარი თავის დასაცავად".

პროტესტის მიმდინარეობისას, დემონსტრანტთა ნაწილმა გზები გადაკეტა და მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია. Telegram-არხი Astra წერს, რომ ისინი უცხოელი სტუდენტების საერთო საცხოვრებლის შენობას აზიანებდნენ, ეძებდნენ მათ და სცემდნენ.

უშიშროების ძალებმა დემონსტრანტები დაარბიეს და გაურკვეველი რაოდენობის მოქალაქე დააკავეს. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქში სატრანსპორტო ნაკადები ნორმალიზებული, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

კომენტარები